ვებ-სუპერფინი - https://superfin.gss.ge განკუთვნილია სხვადასხვა პროფილისა და საკუთრების ფორმის საწარმოებისა და ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის, ბუღალტერიის ავტომატიზაციისათვის.
მისი დახმარებით თქვენ მიიღებთ უახლესი შესაძლებლობების მქონე სერვისს და შეძლებთ თქვენი ბუღალტერიის სრულ აღრიცხვას.
ამასთან, არასდროს გექნებათ ისეთი თავისტკივილები, როგორიცაა პროგრამის ინსტალაცია, განახლება, მონაცემების შენახვაზე ზრუნვა და ასე შემდეგ.
რეგისტრაცია და ორგანიზაციის გახსნა
ვებ-სუპერფინში - https://superfin.gss.ge - მუშაობა იწყება მომხმარებლის რეგისტრაციით. რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია ვებ-ორგანიზაცი(ებ)ის გახსნა და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება.
ორგანიზაციაში შესაძლებელია სასურველი მომხმარებლების მოწვევა. მომხმარებელი შეიძლება იყოს, როგორც უშუალოდ სამუშაოს განმახორციელებელი, მაგ: ბუღალტერი, ოპერატორი, ასევე ინფორმაციით დაინტერესებული პირები, მაგ: დამფუძნებელი, ფინანსური დირექტორი და ა. შ.
ერთი მომხმარებლისათვის (ბუღალტრისათვის) ვებ-სუპერფინის - https://superfin.gss.ge სრული სერვისი უფასოდ არის ხელმისაწვდომი და ამ შემთხვევაში გადასახდელი არის მხოლოდ ინფორმაციის შენახვისათვის გამოყოფილი მეხსიერების ღირებულება, ისიც მხოლოდ მაშინ წარმოიშვება როდესაც თქვენს ორგანიზაციაში რამოდენიმე ათეული ათასი საბუთია შექმნილი.
სამუშაო პროცესი
ვებ-სუპერფინის ორგანიზაციაში, პირდაპირ ვებ გვერდზე მიმდინარეობს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა, ანგარიშების შექმნა და საბუღალტრო ოპერაციების ჩატარება. შეტანილი ოპერაციების საფუძველზე, აქვე ფორმირდება ანგარიშთა ბრუნვები და ამონაწერები, რაც სრულ ბუღალტრულ სურათს იძლევა.
'ბრუნვის ფანჯარაში' ჩანს ანგარიშების საწყისი ნაშთი, დებეტი, კრედიტი და ბოლო ნაშთი. ინფორმაციის ფილტრაცია შესაძლებელია სხვადასხვა ჭრილში.
ვებ-სუპერფინში, ავტომატურად ინახება საბუთებში შეტანილი ცვლილებები.
● | ნებისმიერ დროს შესაძლებელია საბუთის ცვლილებების დათვალიერება და მისი აღდგენა სასურველი მდგომარეობით. ასევე, შესაძლებელია წაშლილი საბუთების აღდგენაც. |
● | შესაძლებელია განისაზღვროს საბუთების შეცვლილი და წაშლილი მდგომარეობის შენახვის ვადა: ერთი თვით, ერთი წლით ან უვადოდ. |
ვებ-სუპერფინში შესაძლებელია, შეცდომით გატარებული საბუთების მონიშვნა და ერთიანად წაშლა.
ვებ-სუპერფინის გამოყენება პროგრამა სუპერფინთან ერთიანობაში
ვებ-სუპერფინის ორგანიზაცია შესაძლებელია დაუკავშირდეს პროგრამა სუპერფინის ორგანიზაციას, რაც აფართოვებს შესაძლებლობებს. კერძოდ, მომხმარებლების დამატებითი ძალისხმევის გარეშე ავტომატურად მიმდინარეობს:
● | ანგარიშთა გეგმის ცვლილებების ექსპორტი პროგრამა სუპერფინიდან ვებ-სუპერფინის ორგანიზაციაში. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ანგარიშების დამატება ან წაშლა შესაძლებელია მხოლოდ პროგრამა სუპერფინიდან; |
● | პროგრამა სუპერფინში შეტანილი ყველა საბუთის შესაბამისი საბუღალტრო გატარებების ექსპორტი ვებ-სუპერფინში; |
● | ვებ-სუპერფინში შეტანილი საბუღალტრო ოპერაციების ექსპორტი პროგრამა სუპერფინში; |
აღნიშნული ნიშნავს, რომ სუპერფინი სამუშაოდ უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტის საშუალებით და შესაბამისად ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია არსებულ ინფორმაციაზე წვდომა.
ვებ-სუპერფინის კავშირი RS.GE-თან
ვებ-სუპერფინის ორგანიზაციაში შესაძლებელია:
● | კლიენტების მიერ მოთხოვნილი ანგარიშ-ფაქტურები ერთიანად შეიქმნას და ერთიანად აიტვირთოს RS.GE-ზე. |
● | RS.GE-დან ერთიანად ჩამოიტვირთოს, როგორც გამოწერილი, ასევე მიღებული ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გამოწერილია მომსახურებაზე ან ავანსზე. |
● | დაწყვილდეს ავანსისა და ავანსზე მიწოდების ანგარიშ-ფაქტურები და ექსელის ფორმატით ავტომატურად გამზადდეს დაწყვილების რეესტრი. |
ვებ-სუპერფინის კავშირი "საქართველოს ბანკთან"
ვებ-სუპერფინის ორგანიზაციაში შესაძლებელია ავტომატურად, ბუღალტრის ჩარევის გარეშე, საბუთების სახით მყისიერად ჩამოიტვირთოს საქართველოს ბანკის ანგარიშებზე მომხდარი ტრანზაქციები, რაც საქართველოს ბანკის API ინტეგრაციის საფუძველზე ხორციელდება.
თუ სხვა ბანკებთანაც გჭირდებათ ანალოგიური ინტეგრაცია, გთხოვთ მიმართოთ მათ ოფიციალური წერილით, რომ მათსავე ინეტრნეტ-ბანკინგებში საქართველოს ბანკის ანალოგიურად დაამატონ API ინტეგრაციის გამოყენების შესაძლებლობა.
API ინტეგრაცია
'API ინტეგრაცია' წარმოადგენს ვებ-სუპერფინის სხვა პროგრამებთან დაკავშირების საშუალებას ინფორმაციის მიმოცვლის მიზნით.
● | 'Google Drive Excel'-თან ინტეგრაცია - ანგარიშგებების შექმნა პირდაპირ 'Google Drive Excel' ფაილებში. როგორც სტანდარტული ფინანსური, ასევე ნებისმიერი არასტანდარტული ანგარიშგებების შექმნა და მართვა; |
● | ფინანსური ინფორმაციის იმპორტი - სხვა სფეროს (ავიაციის, დაზღვევის, ტრანსპორტირების, სასტუმროს და ა.შ.) პროგრამებიდან ექსპორტირებული ექსელების იმპორტი სპეციალური მოდელების საშუალებით; |
● | სხვა პროგრამებთან ინტეგრაცია - 'პროგრამული სინქრონიზაცია' ნებისმიერი სახის სფეროს (ავიაციის, დაზღვევის, ტრანსპორტირების, სასტუმროს და ა.შ.) აღრიცხვის პროგრამებთან, ფინანსური ინფორმაციის ავტომატური იმპორტ/ექსპორტი ვებ-სუპერფინში. |
ანგარიშგებები
ვებ-სუპერფინში ბალანსს, მოგება-ზარალს და სხვა ფინანსურ ანგარიშგებებს სასურველი პარამეტრებით მიიღებთ უამრავ სხვადასხვა სტატისტიკურ ჭრილში.
აღსანიშნავია, რომ 'API ინტეგრაციის' საფუძველზე ანგარიშგებები მიიღება და ინახება პირდაპირ 'Google Drive Excel' ფაილებში, რომელთა ნახვა და "MS ექსელის" ფაილებად ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
ასევე შესაძლებლობა გაქვთ დაგვიკვეთოთ თქვენთვის სასურველი ანგარიშგება.
სუპერფინის მოდელები
'სუპერფინის მოდელების' საშუალებით, სხვა სფეროს (ავიაციის, დაზღვევის, ტრანსპორტირების, სასტუმრო და ა.შ.) პროგრამებში არსებული ინფორმაციის ექსელში დაექსპორტებულ ფაილებს სუპერფინში დააიმპორტებთ ყოველგვარი დამატებითი დამუშავების (სვეტების, უჯრების გადაკეთება) გარეშე.
აღსანიშნავია, რომ 'სუპერფინის მოდელები' შექმნილია და ინახება 'Google Drive Excel' ფაილების სახით, რომლებიც 'API ინტეგრაციის' საფუძველზე პირდაპირ იმპორტირდება ვებ-სუპერფინში
ასევე შესაძლებლობა გაქვთ დაგვიკვეთოთ თქვენთვის სასურველი მოდელები, სხვა პროგრამებიდან ინფორმაციის სუპერფინში დასაიმპორტებლად.
ინფორმაციის გამოწერა
ვებ-სუპერფინში გამოწერის სერვისი წარმოადგენს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებას.
ინფორმაციის გაზიარება ოპერატიულად და ორგანიზებულად ხდება.
მაგ: ბუღალტერს შეუძლია კლიენტებთან ურთიერთობების მენეჯერს გამოუწეროს ინფორმაცია მისთვის საინტერესო კლიენტების ანგარიშებზე, რის საფუძველზეც იგი ყოველი მომდევნო დღის დასაწყისშივე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ინფორმაციას დავალიანებების ცვლილებების შესახებ.
ფაილების მიმაგრება
ვებ-სუპერფინში შესაძლებელია pdf, Word, Excel, mp3, mp4, ასევე ნახატის ნებისმიერი ფორმატის ფაილების ანგარიშებზე და საბუთებზე მიმაგრება. შედეგად, პირდაპირ პროგრამაში ორგანიზებულად, ელექტრონულად ინახება საჭირო დოკუმენტები და საჭირო დროს მარტივად ხდება მათი მოძიება, ნაცვლად ათობით მძიმე ბაინდერში ძებნისა.
ფაილების მიმაგრებისათვის, მომხმარებლებს ცალკე უფასოდ აქვთ ფაილების საცავი 10-ჯერ მეტი მეხსიერებით, რაც აქვთ მონაცემების შესანახად (დასაწყისში უფასოდ გამოყოფილი + შეძენილი).
მაგალითად: მონაცემების შესანახად 1 გიგაბაიტი მეხსიერების შეძენისას, ავტომატურად აქტიურდება 10 გიგაბაიტი მეხსიერება ფაილების მიმაგრებისათვის - იხილეთ ფასების გვერდი
უახლესი ტექნოლოგიები
ინფორმაცია დაცულია დამატებითი ძალისხმევისა და ყურადღების გარეშე. სამუშაო პროცესში არასდროს არის საჭირო პროგრამის ინსტალაცია ან პერეინსტალაცია.
'ვებ სუპერფინის' პროგრამა მუშაობს cloud სისტემით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით, რაც საცალო გაყიდვების ხელმძღვანელებს და მენეჯერებს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ადგილიდან მართონ და აკონტროლონ პროცესები.
აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებისას პროგრამის მუშაობის სიჩქარე უტოლდება Google-ს მუშაობის სიჩქარეს. ამიტომ ერთდროულად შეუზღუდავი ოდენობის მომხმარებელს შეუძლია მუშაობა და ამ დროს სერვერი არ გადაიტვირთება. Google - სერვისების გამოყენება კი, იძლევა ულიმიტო ინფორმაციის უსწრაფესად დამუშავების შესაძლებლობას.
უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს ის, რომ პროგრამაში გატარებული ინფორმაცია ინახება Google-ის რამოდენიმე ათას სერვერზე და იგი დაცულია ინტერნეტ სივრცეში ისეთი მაღალი სტანდარტებით, როგორსაც აწვდის - G-Mail, Google Doc, Google Drive, Google+... რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ინფორმაციის დაკარგვის საშიშროება ფაქტიურად არ არსებობს, რადგან უზრუნველყოფილია Google-ის სერვერების მსგავსი გარანტირებული დაცვით. დამატებით შესაძლებელია ინფორმაციის ჩამოტვირთვა და შენახვა ლოკალურ კომპიუტერზე ან სხვა სახის გარე მატარებლებზე.
cloud სისტემის გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ აღარ არის საჭირო ძვირფასი კომპიუტერების/სერვერებისა და მათი მოვლისთვის აუცილებელი აპარატურის (UPS-დენის მუდმივი წყაროები, DataStorage-ები მონაცემების არქივაციის მოწყობილობები და ა.შ.) შეძენისათვის ხარჯის გაწევა.
ასევე აღარ არის საჭირო, საინსტალაციო პროგრამებით სარგებლობასთან დაკავშირებული დროისა და ხარჯების გაწევა (ინსტალაცია, პერეინსტალაცია, განახლება და ა. შ.). შესაბამისად, ძვირადღირებული IT თანამშრომლების შრომა ბევრად რაციონალური და ეფექტური არის.