

ვებ-სუპერფინი - https://superfin.gss.ge - წარმოადგენს სივრცეს, სადაც, რეგისტრაციის შემდგომ, შეგიძლია გახსნა ორგანიზაციები, მოიწვიო სხვა მომხმარებლები და აწარმოო ბუღალტრული აღრიცხვა.


უფრო მეტი, თუ პროგრამა სუპერფინსაც იყენებ, მისი ვებ-სუპერფინთან დაკავშირებით, ავტომატურად ხდება საბუთების სინქრონიზაცია, რაც სუპერფინში ნებისმიერი ადგილიდან საბუღალტრო ოპერაციების დამატებისა და შეტანილ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას იძლევა.


ატვირთე / ჩამოტვირთე RS ანგარიშ-ფაქტურები ერთიანად.


პროგრამა სუპერფინისა და ვებ-სუპერფინის ერთობლივი გამოყენება, კიდევ უფრო ზრდის შესაძლებლობებს. ვებ-სუპერფინში გამოწერის სერვისი კი, სასურველ მომხმარებლებს მათთვის საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიღების საშუალებას აძლევს.
მაგ: 'ბუღალტერს' შეუძლია 'კლიენტებთან ურთიერთობების მენეჯერს' გამოუწეროს ინფორმაცია მისთვის საინტერესო კლიენტების ანგარიშებზე, რის საფუძველზეც იგი ყოველი მომდევნო დღის დასაწყისშივე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ინფორმაციას დავალიანებების ცვლილებების შესახებ.


ვებ-სუპერფინი მუდმივად ვითარდება და პარალელურად ითვალისწინებს მომხმარებლების მზარდ მოთხოვნებს.
