ვებ-სუპერფინი - გახსენი ორგანიზაცია და აწარმოე ბუღალტერია

ვებ-სუპერფინი - https://superfin.gss.ge - წარმოადგენს სივრცეს, სადაც, რეგისტრაციის შემდგომ, შეგიძლია გახსნა ორგანიზაციები, მოიწვიო სხვა მომხმარებლები და აწარმოო ბუღალტრული აღრიცხვა.

შენი პროგრამა სუპერფინი - ნებისმიერი ადგილიდან გახადე ხელმისაწვდომი

უფრო მეტი, თუ პროგრამა სუპერფინსაც იყენებ, მისი ვებ-სუპერფინთან დაკავშირებით, ავტომატურად ხდება საბუთების სინქრონიზაცია, რაც სუპერფინში ნებისმიერი ადგილიდან საბუღალტრო ოპერაციების დამატებისა და შეტანილ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას იძლევა.

გამოიწერე სასურველი ინფორმაცია

პროგრამა სუპერფინისა და ვებ-სუპერფინის ერთობლივი გამოყენება, კიდევ უფრო ზრდის შესაძლებლობებს. ვებ-სუპერფინში გამოწერის სერვისი კი, სასურველ მომხმარებლებს მათთვის საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიღების საშუალებას აძლევს.

მაგ: 'ბუღალტერს' შეუძლია 'კლიენტებთან ურთიერთობების მენეჯერს' გამოუწეროს ინფორმაცია მისთვის საინტერესო კლიენტების ანგარიშებზე, რის საფუძველზეც იგი ყოველი მომდევნო დღის დასაწყისშივე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ინფორმაციას დავალიანებების ცვლილებების შესახებ.

გქონდეს ყველაფერი რაც საჭიროა ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის

ვებ-სუპერფინი მუდმივად ვითარდება და პარალელურად ითვალისწინებს მომხმარებლების მზარდ მოთხოვნებს.

უფასოდ გამოიყენე ვებ-სუპერფინი

`